თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ვაჟთა საქართველოს 74-ე ჩემპიონატი, რომელშიც ლევან ფანცულაიამ გაიმარჯვა. მან ფინალში მიხეილ მჭედლიშვილს სძლია. ოთხი კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა, დამატებით დანიშნულ ორ 15-წუთიან შეხვედრაში კი ფანცულაიამ 1,5:0,5 სძლია მეტოქეს.
საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში 16 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირი ნოკაუტსისტემით ჩატარდა. მესამე ადგილი დავით ჯოჯუამ დაისაკუთრა, რომელმაც ორ 5-წუთიან პარტიაში 1,5:0,5 სძლია მერაბ გაგუნაშვილს. მეტოქეთა ოთხი კლასიკური პარტია, ასევე ორი 15-წუთიანი გათამაშება ყაიმით დამთავრდა.