ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი.
„ჩემი დაბრუნდება არ იქნება სწორი თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ეს ღმერთმა ნუ ქნას. მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას.
ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა ჩემზე, რომ მას არ უყვარს საჯაროობა და ამიტომაც წავიდაო. მე არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დასჭირდა ქვეყანას მოვედი. დღეს რა შემიშლის ხელს თუ ამის აუცილებლობა დადგა? მითუმეტეს ეს გაცილებით მარტივია. მაგრამ არ მინდა, დავაზიანო ის, რამაც განვითარება დაიწყო."