https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააკაშვილი: “ჩვენ საქართველოში ასე ვამყარებდით წესრიგს“

12:02; 10.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ოჯახი გამინადგურეს! ამ სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა გიორგი ბარამიძე, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოსდა ჩვენ დავუწყეთ სროლა. ჩემს ეზოში, იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, ჩამწკრივებული იდგნენ ბარამიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბადრი ბიწაძე. ესენი ყველანი ჩანდნენ კადრებში, ეს კადრები გაუშვეს ტელევიზიით და მერე გაანადგურეს.

ბარამიძემ იცის, ვინ ესროლა ჩემს მეუღლეს და შვილს, ვინ გადაწვა ჩემი სახლი, ვინ გაძარცვა მიცვალებული, ვინ გაათრია ეზოდან და ვინ შებორკა. ხელფეხშებორკილი დახვრიტეს ჩემი შვილი მეზობლის ეზოში და ამის შემდეგ გაძარცვეს მიცვალებული _ ყველაფერი ამ ადამიანების თვალწინ ხდებოდა. მიცვალებულს ბეჭედს რომ ვერ ხსნიდნენ, თითი მოაჭრეს, მკერდზე ფეხები დააბიჯეს და ისე ააგლიჯეს ძეწკვი. ჩემი პატარა შვილიშვილი უყურებდა ამას. ასეთი საშინელება ქვეყანაზე არ მომხდარა. უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე”, _ ეს კომენტარი სააგენტო For.ge-სთან რამდენიმე თვის წინ გააკეთა 2004 წლის 24 მარტს, სვანეთში, სპეცოპერაციის დროს მოკლული ევგენი და ომეხ აფრასიძეების დედამ და მეუღლემ, დოდო აფრასიძემ.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა, ამ საქმეზე პროკურატურა ისევ დუმს.

"გურია ნიუსთან“ საუბრისას მთავარ პროკურატურაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ პროკურატურა აქტიურად აწარმოებს გამოძიებას. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ აქტიურად მუშაობაში. კითხვაზე _ რატომ არ არის დღემდე დაკითხული სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე, გვპასუხობენ, რომ გამოძიება ყველა იმ პირს დაკითხავს, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან.

ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წლის 24 მარტს, დილის ექვს საათზე, სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.
შსს-ს იმდროინდელი ინფორმაციით, ამ ოპერაციაში 200 სპეცრაზმელი მონაწილეობდა, რომლებიც კოპიტნარის აეროპორტიდან 10 ვერტმფრენით გადაიყვანეს.

"აფრასიძეების კლანი ეჭვმიტანილია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის _ ლევან კალაძის ძმის მოტაცებაში”, _ განაცხადა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გია ბარამიძემ.

იმავე დღეს, აფრასიძეების სახლის უკან სამარხიც იპოვეს და 8 ადამიანის გვამი ამოთხარეს:

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვისი შეიძლება იყოს ეს გვამები. ამის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს; შეიტყობს იმასაც, ვინ დახოცა ეს ადამიანები“, _ ეს განცხადება საქართველოს იმდროინდელ გენერალურმა პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ეკუთვნის.

მაშინ ადეიშვილმა არ გამორიცხა, რომ ნაპოვნ გვამებს შორის ლევან კალაძის ცხედარიც იქნებოდა.

„ეს კრიმინალური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნამდვილ ბანდად, რომელიც 12 წლის მანძილზე ატერორებდა მთელ სვანეთს. მათ მოკლული ჰყავთ ადამიანები და ვერასოდეს ხელისუფლებამ ჩიტიც კი ვერ აუფრინა, გარდა უბადრუკი მცდელობებისა“, _ ასე გამოეხმაურა იმდროინდელი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

“ექსპერტიზა ხომ დაადგენს ამას? მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შეხება ამ საქმესთან ჩვენ არ გვაქვს და აფრასიძეებს არანაირი სამარხები არ გვქონია“, _ აღნიშნავდა სასამართლო პროცესზე დაკავებული შმაგი აფრასიძე.

თუმცა, ამ ყველაფრიდან ერთი წლის შემდეგ ლევან კალაძის გატაცებისთვის და მკვლელობისთვის სხვა პირები დააკავეს.
გაირკვა ისიც, რომ სამარხიც და ნეშტებიც მეცხრამეტე საუკუნის იყო, თუმცა, ოფიციალურ უწყებას ამ ყველაფერზე არც განმარტება გაუკეთებია და არც ბოდიში მოუხდია ვინმესთვის.

აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარებიდან მეთერთმეტე წელს, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გია ბარამიძე ამბობს, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით გახორციელდა.

კითხვაზე, შეცვლიდან თუ არა ის 11 წლის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაში რამეს, ბარამიძე პასუხობს, რომ არაფერს, გარდა ერთისა:

"იქნებოდა უფრო მკაცრი გაფრთხილება, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად, რადგან ვერტმფრენები ჯერ კიდევ არ იყო დამჯდარი როცა მას ცეცხლი გაუხსნეს და რომ არა მფრინავის შალვა ქორქოშაძის ვაჟკაცობდა და პროფესიონალიზმი, 20-მდე სპეცრაზმელი დაიღუპებოდა. ბუნებრივია ყოველთვის გაქვს ადამიანს ხინჯი, როცა ადამიანი იღუპება“, _ განაცხადა ბარამიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

"იმედია, დამთავრდება ის აბსურდული მოსაზრება, რომ აფრასიძეებს არასოდეს იარაღი არ ჰქონდათ და რომ, თურმე, არასოდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არასოდეს კრიმინალთან შეხება არ ჰქონიათ. იმედია, ეს ყველაფერი გაირკვევა“, _ დასძინა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად მზადყოფნას გამოთქვამს:

"აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ ამ ხელისუფლებისგან, რომლის ამოცანაა, როგორმე გამოძვრეს ამ სიტუციიდან. ისინი დაპირებების შემსრულებლები არ არიან, არჩევნების ჩატარებასაც, მე მგონი, შემოდგომაზე აპირებენ და ახლა უნდა იძახონ, რომ ხალხს ჭურში აგდებდნენ, ადამიანს კლავდნენ და ამიტომ ამათგან ყველაფერს მოველი.

ახლა გვაქვს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის სხდომა, ცოტა ხნით მივდივარ ბრიუსელში, იქიდან კიევში და არსად გაპარვას არ ვაპირებ, ჩამოვალ, და თუ საჭიროა მომიხსნიან იმუნიტეტს, ჩავჯდები ციხეში ჩემს მეგობრებთან ერთად, თუ ჩვენს ბრძოლას ეს სჭირდება და არავის მივცემ იმის ფუფუნებას, რომ თქვან, მე სადმე გავიქეცი. ამით ვერ შეგვაშინებენ _ დააზუსტა გიორგი ბარამიძემ.

აღსანიშნავია, რომ აფრასიძეების საქმეში მონაწილე სამართალდამცავთა მიმართ გამოძიების დაწყებას ჯერ კიდევ 2009 წლის 16 სექტემბერს ითხოვდა მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:

"მსჯავრდებულების გოჩა და შმაგი აფრასიძეების სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისას ცხადი გახდა, რომ აფრასიძეების მიმართ დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მოთხოვნა _ სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი).

2004 წლის 24 მარტს დილის 7.30 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების რაზმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, ერთობლივად ჩაატარეს ანტიკრიმინალური ოპერაცია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩამდენი პირების, ასევე ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილ-სამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.

ოპერაციის მიმდინარეობის დროს, სოფელ ეცერში მცხოვრებმა ევგენი აფრასიძემ, მისმა შვილებმა გოჩა, ომეხი და შმაგი აფრასიძეებმა, ასევე აფრასიძეების ოჯახის შინამოსამსახურემ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ვლადიმერ მურავიოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ოპერაციაში მონაწილე პოლიციის მუშაკებს.

საპასუხო სროლის შედეგად ევგენი და ომეხ აფრასიძეები ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები და ვლადიმერ მურავიოვი დააკავეს.

საკითხავია, რამდენად პროპორციული იყო საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების მიერ აფრასიძეების დასაკავებლად გამოყენებული შეიარაღებული ძალა?

წარმოდგენილი მასალების შესწავლისას ირკვევა, რომ 2004 წლის 24 მარტს საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა, 12 ვერტმფრენით, თავდასხმა განახორციელა აფრასიძეების ოჯახზე.
საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების მიერ არ მომხდარა წინასწარ მდგომარეობის შესწავლა, თუ ვინ იმყოფებოდა აფრასიძეების სახლში.

არ ყოფილა დადგენილი, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ აფრასიძეების ოჯახის წევრების დაპატიმრება მომხდარიყო ისეთ ვითარებაში, რომ საფრთხე არ შექმნოდა სხვა გარეშე პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მითუმეტეს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ომეხ აფრასიძე (ოპერაციის ძირითადი სამიზნე) ხშირად ტოვებდა სახლს და საკუთარი ავტომობილით მესტიაში მიდიოდა.

უნდა აღინიშნოს აფრასიძეების სახლებზე განხორციელებული შეტევის დროს სახლებში იმყოფებოდა შმაგი აფრასიძის ოთხი მცირეწლოვანი შვილი.

11 წლის გიორგიმ თავად დაინახა, როგორ დაჭრეს სასიკვდილოდ პოლიციელებმა მისი ბაბუა ევგენი აფრასიძე. აფრასიძეების სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების ქმედების ისეთ არაჯეროვან დაგეგმვას, რომელმაც სისხლის სამართალის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების (ევგენი და ომეხ აფრასიძეების) სიკვდილი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა აფრასიძეების ოჯახში მყოფ ცხრა პიროვნებას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს.

სიცოცხლის უფლება არის ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან „ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლება აბსოლუტური ხასიათისაა, რომლიდან გადახვევა ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი დაუშვებელია,“ _ აღნიშნულია სუბარის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილის თანახმად, სახალხო დამცველს ახსნა-განმარტება მისცა 2004 წლის 24 მარტის საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, მესტიის რაიონის სოფელ ეცერის მკვიდრმა, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, აფრასიძეების საქმისადმი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მასზე ან მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით.
იგი არც წინასწარი გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ დაკითხულა.

მისი განმარტებით, თავდასხმის დროს იგი გაემართა აფრასიძეების სახლისაკენ, თუმცა, ვინაიდან გზა ფორმიან პირებს ქონდათ გადაკეტილი, მეზობლის საბძელში შევიდა და ოპერაციას იქიდან ადევნებდა თვალს. საბძლიდან მან დაინახა, თუ როგორ ჩაატარეს ორღობეში ხელებშეკრული ომეხ აფრასიძე რამდენიმე ფორმიანმა პირმა.

"მე დავინახე, რომ ომეხი თავისი ფეხით მიდიოდა _ მიჰყვებოდა ნიღბიან პირებს”, _ აცხადებს თვითმხილველი.

აღნიშნული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ომეხ აფრასიძე დაიღუპა არა სპეცოპერაციის დროს გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობისას, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არის დაფიქსირებული, არამედ საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებმა შეიპყრეს იგი, ხელები შეუკრეს და მხოლოდ ამის შემდგომ მოკლეს.

თუმცა, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის 2004 წლის 23 ივნისის დასკვნაში წერია: “2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ “პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მათ მიერ დამნაშავეთა დაკავების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა ჩაითვალოს მართლზომიერად”.

ვინაიდან “ოპერაციის ჩატარების დროს ევგენი და ომეხი აფრასიძეებმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა პოლიციის მუშაკებს, დაიწყეს სროლა ავტომატური იარაღიდან და ტყვიამფრქვევებიდან, რითაც პოლიციის მუშაკების სიცოცხლისა და ჯანმრთელობას შეექმნათ რეალური საფრთხე.

საპასუხო სროლის შედეგად ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული ევგენი და ომეხი აფრასიძეები”.

სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დადგენილება, რომლითაც აფრასიძეების დედას დოდო აფრასიძეს “უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმესა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე, ანტიკრიმინალური ოპერაციაში მონაწილე პოლიციის მუშაკების მიმართ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არ არსებობის გამო”.

სოზარ სუბარი 2009 წელს მიიჩნევდა, რომ შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა არის დაუსაბუთებელი და ზედმიწევნით მშრალი. დასკვნიდან ჩანს, რომ არ მომხდარა აფრასიძეების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ფრიად მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა:

_ ა) კონკრეტულად რა ვითარებაში იქნენ ევგენი და ომეხი აფრასიძეები ლიკვიდირებული? ბ) იყო თუ არა პოლიციის მხრიდან იარაღის დაყრისა და ძებნილთა ჩაბარების მოთხოვნა? გ) რამდენი ტყვიით და ვის მიერ იქნა თითოეული მათგანი (ევგენი და ომეხი აფრასიძეები) ლიკვიდირებული? დ) ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა დანარჩენი სამი (გოჩა და შმაგი აფრასიძეები, ვლადიმირ მურავიოვი) პირის აყვანა? ე) რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში? ვ) რატომ აღენიშნებოდათ ომეხი და გოჩა აფრასიძეებს დანით მიყენებული ჭრილობები? _ ამ კითხვებზე ცდილობდა პასუხის მიღებას სახალხო დამცველი სპეცოპერაციიდან 5 წლის შემდეგ. კითხვებზე, რომლებიც პასუხები დღესაც გაუცემელია.

აღსანიშნავია, რომ სოზარ სუბარი თავის დასკვნაში გარკვევით წერდა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაირღვა:

"დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლის 24 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების რაზმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია პირდაპირ არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა.

აფრასიძეების "რაკეტებით“ განადგურების განზრახვა დაადასტურა თვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
2009 წლის 2 სექტემბერს სასტუმრო „რედისონის“ გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„…მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი ბრძანება მესტიის დაპატრონებული ბანდიტების განადგურების, ერთი წამით არ ვნანობ, ეს იყო ბანდა იქ აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში და ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით, ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამით ამოისუნთქა მთელმა სვანეთმა.

და ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, რომ ეს იყო სისასტიკე, მე ყველა ადამიანი მენანება და ნამდვილად არავის არ ვუსურვებ ცუდს, მაგრამ ჩვენ საქართველოში ასე ვამყარებდით წესრიგს და წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება“.

ქვეყნის ხელისუფლების მიერ წესრიგის იმგვარი ფორმებით დამყარება, როგორსაც ადგილი ჰქონდა აფრასიძეების და მრავალ სხვა შემთხვევაში (მაგ. ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა 2006 წლის 2 მაისს, ციხის ამბოხის ჩახშობა 2006 წლის 27 მარტს, პოლკოვნიკ გია თელიას მკვლელობა 2006 წლის ზაფხულში და სხვა) და რომელიც არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეორე მუხლის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტალურ ღირებულებას ადამიანის სიცოცხლის უფლების თაობაზე, უნდა შეფასდეს ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა დაშინების მიზნით ქვეყანაში განხორციელებულ ტერორად“, _ წერდა სახალხო დამცველი.

შეფასდება თუ არა ეს სპეცოპერაცია "მოქალაქეთა დაშინების მიზნით ქვეყანაში განხორციელებულ ტერორად“ და აგებენ თუ არა პასუხს მასში მონაწილე ადამიანები, პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება მალე დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ელოდება.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან“ – პრემიები პატრიარქის ნაკურთხია (ვიდეო)

ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას დათანხმდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
საზოგადოება

25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

13:09; 22.09.2026
საზოგადოება

მასწავლებლებს იტალიაში სასწავლო კურსზე გამგზავრება შეეძლებათ _ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

12:58; 22.09.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:56; 22.09.2026
საზოგადოება

ცნობილია „თბილისობის“ ჩატარების თარიღი და ლოკაციები

11:48; 22.09.2026
მსოფლიო

პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

11:46; 22.09.2026
სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

11:20; 22.09.2026
ფინანსები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

11:16; 22.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი

9:58; 22.09.2026
სამართალი

თბილისში ნაქირავებ ბინაში ორი უცხოელი გარდაცვლილი იპოვეს

9:51; 22.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:37; 22.09.2026
სამართალი

ქალს ავტომანქანა შეეჯახა — მძღოლი ადგილიდან მიიმალა

20:44; 21.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო