დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის შემუშავების და სამუშაოთა ორგანიზებისთვის დროებითიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელსაც მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების, გერბისა და დროშის შექმნის მიზნით გასატარებელ ღონისძიებაზე; კერძოდ, კონკურსი დღეიდან, 10 თებერვლიდან იწყება და 20 აპრილამდე გასტანს.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ განმარტა, რომ რაკი ერთხელ მიღებული ეს სიმბოლოები დაიწუნეს, აუცილებელია, ახლა მთელი საქართველო ჩავრთოთ ამ კონკურსში.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან გვქონდა საუბარი, საჭიროა წერილთან ერთად, არსებობდეს 30 წამიანი კლიპიც, რაც უფრო ეფექტურს გახდის კონკურსს“, _ თქვა კვერღელიძემ.
„სასურველია, არათუ ოზურგეთსა და ზოგადად გურიაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ამასთანავე, შესაძლებელია, იაქტიუროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი აზრი და ხედვა, მაგრამ ვერ ხატავდეს. უნდა მოვუსმინოთ მასაც და მერე დაეხმაროს მხატვარი, ასეთი მიდგომაც არ იქნება ურიგო“, _ თქვა დეპუტატმა მიხეილ გოგოტიშვილმა.
კონკურსში გამარჯვებულისთვის განკუთვნილია პრემია, სამი ათასი ლარის ოდენობით. კონკურსი 20 აპრილამდე გაგძელდება, ხოლო შედეგები 30 აპრილს გამოცხადდება.