უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პრეზიდენტის რჩეულს ნინო გვენეტაძეს ბოლო დეკლარაცია 2007 წლის 27 აპრილს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, გვენეტაძე ფლობდა საცხოვრებელ ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 2007 წლის მდგომარეობით, 100 ათას ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.
2007 წელს გვენეტაძეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ეჭირა.
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიწვეული პროფესორის თანამდებობა.
ამ პერიოდში გვენეტაძე არ ფლობდა ფასიან ქაღალდებსა და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას.
დეკლარაციის მიხედვით, მას ერთი შვილი ჰყავს.