დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მსვლელობისას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მაგიდა ცარიელი იყო. სხდომის დაწყებამდე საკრებულოში ნაციონალი დეპუტატი, დავით მჟავანაძე გამოჩნდა, თუმცა მალე წავიდა.
„რატომ არის ნაციონალების „სტოლი“ ცარიელი, ოპოზიცია არ გვყავს, ოპოზიცია!“ _ იხუმრა ერთმა დეპუტატმა.
დეპუტატმა ლელა საჯაიამ, იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ჟურნალში ხელს აწერენ, მაგრამ სხდომებს არ ესწრებიან, სადეპუტატო ხარჯის ანაზღაურების არ მიცემა მოითხოვა.
საბოლოოდ, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი აპარატმა აღნიშნოს ოქმში, ჩანაწერის სახით, რათა მომავალში ყველა დეპუტატმა გაითვალისწინოს.