წეროვანის ტოლვილთა დასახლებას, სოფელ წიწამურს, ქალაქ მცხეთის, ზაჰესის დასახლებისა და სოფელი დიღმის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს, ბაგებს, წყნეთს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისს და შინდისს გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების გამო დღეს, 23:00 საათიდან, ხვალ, 21 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს ღამიდან, აღმაშენებლის ხეივანში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის სოფელი დიღმის მიმდებარედ, "ტოიოტას ცენტრთან" გამავალ მონაკვეთზე. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 21 მარტის დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებ-გვერდის ინტერნეტ-ჩეთს.