ლიბერთი კლუბი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს _ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებელი საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს.
მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება 5 ლარით.
აქცია მოქმედებს ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებლისთვის. აქციაში ავტომატურად მონაწილეობს მომხმარებელი, თუ იგი ფლობს ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებულ ნებისმიერ ბარათს და გადახდას განახორციელებს მოცემული ბარათებით (მაგალითად, სახელფასო ბარათით, საკრედიტო ბარათით, სმარტივი ბარათით და ა.შ.).
მე-10 გადახდაზე მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება 5 ლარით.
ამავდროულად, ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებლები კვლავ დააგროვებენ ლიბერთი კლუბის ქულებს. მათ განაღდებას კი ვებ გვერდიდან www.LBClub.ge ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბანკომატის გამოყენებით შეძლებენ.
დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლებები Cheap.ge პარტნიორ ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით ლიბერთი ბანკის POS ტერმინალზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.LBClub.ge