დღეს დილით, ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში 59 წლის მამაკაცი შ. წ. ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული პიროვნება ჟორდანიას ქუჩაზე ცხოვრობდა და შემთხვევის ადგილას საკუთარი მანქანით მივიდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, ის ჯერ მანქანით მის კუთვნილ ფერმაში მივიდა, ბაწარი წამოიღო და როგორც ჩანს შემდეგ სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი.
„დილით გავიარე შემთხვევის ადგილას, ძროხა გავდენე საბალახოზე, დავინახე მისი მანქანა და თვითონაც, თუმცა არც ახლოს მივსულვარ და არც გამოლაპარაკება მიცდია. ვიფიქრე, დაღლილია და ჩამოჯდა კაცი-მეთქი, თურმე თავი ჩამოუხრჩვია“, – გვითხრა გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა.