14 მაისს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით, ლექცია-სემინარების ციკლი – ,,იავნანა მამაკაცებისათვის“ ჩატარდა. ლექცია-სემინარი ქალაქის მერიისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსმა ირინა კოპალეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ნინო ნიკოლაიშვილმა და ექიმმა დავით მდინარაძემ, გენდერის საკითხზე და ოჯახში ბავშვის აღზრდის შესახებ ისაუბრეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved