საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა საქართველოდან წასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა "გლავკომს" მისცა.
ზურაბ ადეიშვილმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში მისი მინისტრობის დროს გატარდა და რომლის გატარებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს უკრაინაში.
კითხვები საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც ეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე "როგორ ფიქრობთ უყვარხართ თუ არა საქართველოში?" ადეიშვილი პასუხობს:
"მე არ შემიძლია გითხრათ, რომ მე საქართველოში ვუყვარვარ. არ არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ. მთავარია რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ. ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა რაც დავუტოვეთ საქართველოს არის ის, რომ დავტოვეთ არაკორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, სადაც დღეს არის ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო სერვისები“, _ აცხადებს ადეიშვილი.