საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ ყველა ის პირობა, რომელიც დაკისრებული ჰქონდა მეორე ეტაპზე, პირნათლად შეასრულა და ახლა ჯერი რიგის სამიტის გადაწყვეტილებაზეა.
"რიგის სამიტზე ჩვენ მივდივართ საკმაოდ კარგი შედეგებით, ყველა ის პირობა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა უკვე მეორე ეტაპზე, ჩვენ შევასრულეთ, ანუ ქართულ მხარეს აქვს საკმაოდ კარგი ვითარება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ამისთვის ჩვენ ბევრი გავაკეთეთ. სავარაუდოდ, რიგის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა იქნება. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, პერსპექტივაში როგორ მოხდება და რა შედეგებით წამოვალთ იქიდან, ამასთან დაკავშირებით ახლა ძალიან რთულია რაიმეს თქმა. მე ვიცი, რომ ქართული მხარე მიდის კარგი შედეგებით", _ აცხადებს ანი მიროტაძე.