ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი რიგის სამიტის წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ყველა პირობა იყო შექმნილი ევროპასთან უვიზო რეჟიმის მისაღებად.
"ძალიან სამწუხარო იქნება თუ პროგნოზი გამართლდა და საქართველომ ვერ მიიღო ვერც უვიზო მიმოსვლა და ვერც ერვროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც სათანადოდ არ იმუშავა. ამ ნეგატიურ ფონს ემატება პოლიტიკური დევნის პროცესი ქვეყანაში და კრიმინოგენული ვითარების დამძიმება", _ აცხადებს გიორგი კანდელაკი.