ცოტა ხნის წინ მობილური კავშირების ოპერატორმა იაპონურმა კომპანიამ „NTT DoCoMo“ მომავლის მუზეუმს, „ფიუჩერ სთეიშენს“ წარუდგინა პროექტი და აღწერა, როგორი იქნება მობილური ტელეფონები მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის. ახალი ტექნოლოგიის მთავარი იდეა ისაა, რომ ტელეფონს არაფერში დასჭირდება ეკრანი. გამოსახულების მიღება შესაძლებელი იქნება ჰოლოგრამის სახით ნებისმიერ ზედაპირზე, ჰაერშიც კი.
ამას გარდა, ტელეფონი უამრავ სასარგებლო ფუნქციას შეასრულებს, მაგალითად, ის იქნება ელექტრული გასაღები, ელექტრული ბილეთი, ელექტროხმა ვიდეოკონფერენციებისთვის, ავტომატური, ხმიანი თარჯიმანი, დისტანციური მართვის პულტი რობოტი მტვერსასრუტისა და მაცივრისთვის.
და, კიდევ ერთი: როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მოწყობილობის ბატარეა სულ ახლო მომავალში დაიტენება ადამიანის სხეულის მოძრაობით და, ასევე, დამზადდება მეორადი ნედლეულით.
„NTT DoCoMo“ საკმაოდ ხანია, რაც მობილური ტელეფონების ახალი ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობს.