ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი კოლომოისკი ამტკიცებს, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს იგორ პალიცას გათავისუფლების შესახებ განცხადება არ დაუწერია, როგორც მან ეს მასმედიას განუცხადა.
"მე გაკვირვებული ვარ სააკაშვილი დანიშვნით. ვფიქრობ, რომ ის დროებით ფიგურაა. ახლა სააკაშვილი ოდესას რუსებს ჩააბარებს, შემდეგ კი ჩვენ მისი ომით უკან დაბრუნება მოგვიწევს" _ ამბობს კოლომოისკი.