შეიარაღების მსოფლიო ბაზრის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებუკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, გერმანიამ შეიარაღების ექსპორტის მოცულობა გააორმაგა და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა.
სტოკჰოლმში განლაგებული მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ეს დაკავშირებულია წყალქვეშა გემებისა და ჯავშანტექნიკის ექსპორტის მოცულობის ზრდასთან.
2009 წლიდან 2014 წლამდე შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე გერმანიის წილი 11 პროცენტამდე გაიზარდა.
ამრიგად, ეს სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი გახდა შეიარაღების მხრივ და ამ კუთხით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ჩამორჩება, რომელთა წილიც იარაღის მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, 30 და 23 პროცენტია.
2004-2009 წლებში გერმანიის წილი ბაზარზე მხოლოდ 6 პროცენტი იყო.
გერმანული შეიარაღების მთავარი იმპორტიორები თურქეთი, საბერძნეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან.
მთლიანად შეიარაღების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 22 პროცენტით გაიზარდა. გერმანიის შეიარაღების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით, ქვეყნის მწვანეთა პარტია ამ სფეროს მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს.
ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები ბუნდესტაგისთვის ვეტოს უფლების მინიჭებას მოითხოვენ შეიარაღების საკითხებში. გერმანიის პარლამენტში წარმოდგენილი კიდევ ერთი – მემარცხენეთა პარტიის წევრები კი, საერთოდ, შეიარაღების ექსპორტის შეჩერებას ითხოვენ.