საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები პროვოკაციაა"
_ მინდა ვუპასუხო სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია.
მცდელობა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მე დღეს აქ ვიხილე "ნაციონალრი მოძრაობის" წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება შეძლეს და რომლებიც შეეცადნენ სხვა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას.
ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში მიდმინარე საგანგებო სხდომაზე..




































































