"ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ზურაბ გურიელიძეს დაიცავს," _ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ზოოპარკზე და ზურაბ გურიელიძეზეც გადაიარა.
_ ეს რაც დღეს მოხდა არის საშინელება, დიდი კატასტროფა, ვეფხვის თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი. პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაიწყო გამოძიება, _ განაცხადა ღარიბაშვილმა და გურიელიძის პროფესიონალიზმს ხაზი გაუსვა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ან ორი მტაცებელი და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.



































































