თბილისის მერმა დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდებს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
თბილისის მერის განცხადებით, თითოეული დაღუპული ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. მისივე თქმით , მთავრობა გარდაცვლილთა ოჯახებს მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.
"ვუსამძიმრებ თითოეულ ოჯახს, რომელთა წევრიც ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს გამოაკლდნენ. მინდა მთელი მთავრობის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და გამოვუცხადო მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის თითოეული მათგანის გვერდით იქნება", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

































































