"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქობულეთში, მაგისტრალური კაბელის დაზიანების გამო, ოზურგეთის რეგიონს სილქნეტის ინტერნეტი არ მიეწოდება.
როგორც "სილქნეტის" პრესსამსახურში აცხადებენ, აღდგენა ეტაპობრივად, დღის ბოლომდე მოხდება.
"ქობულეთში დაზიანებულია მაგისტრალური კაბელი, რომლითაც ოზურგეთის რეგიონს ჩვენი ინტერნეტი უნდა მიეწოდოს. გასულია შესაბამისი ჯგუფი, რომელის ადგილზე სამუშაოებს ახორციელებს. რეგიონს ინტერნეტი ეტაპობრივად რამდენიმე საათში აღუდგება", _ უთხრეს "გურია ნიუსს" "სილქნეტში" და დასძეს, რომ ოზურგეთის გარდა გურიის არცერთი რეგიონი გათიშული არ არის.


































































