ანტიტეტანური ვაქცინის გაკეთება კიდევ 3 კლინიკაშია შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს კლინიკებია – მედკაპიტალი – გამრეკელის 19; ჯანმრთელობის სახლი – ალ. ყაზბეგის 14ბ; ვერე XXI – ქიაჩელის 18;
მათივე ინფორმაციით, ანტიტეტანური ვაქცინაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 100%-ით ფინანსდება და მისი გაკეთება პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაშია შესაძლებელი. ასევე უფასოა ვაქცინაცია იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ტაშკენტის N10-ში და მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.
სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს რეკომენდაციებს ადგილზევე აძლევენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანიტეტანური ვაქცინის გაკეთების საჭიროება დგება დაზიანებულ კანთან მიწის ან ტალახის მოხვედრის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე- 1505.


































































