"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს, ვახტან გომელაურს მიმართავს და მისგან იმ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვს, რომლის თანახმადაც სუს-ის მაღალჩინოსანმა სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ტერიტორია დატოვა და რუსთში გადავიდა, სადაც შესაბამისი, სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტაცია წაიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შს სამინისტროსთან არაერთი კითხვა გვაქვს, რომელზეც გვსურს რომ მათ პირადად გვიპასუხონ – ეს ინფორმაცია რეალობაა თუ სიცრუე? და თუ ეს დადასტურდება, მაშინ აქვს თუ არა მორალური უფლება პირი, რომელიც შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სუს-ის ხელმძღანელად დაინიშნოს? მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ამ საკითხით სპეკულირებას არ ვაპირებთ და ველოდებით გომელაურისგან პასუხს – უარყოფას ან დადასტურებას", – განაცხადა ლონდარიძემ.
უწყებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარ არ გაუკეთებიათ.