ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, საბოლოოდ გაერკვიათ, რაზე ამახვილებს ყურადღებას მამაკაცი ქალთან პირველი შეხვედრისას. კვლევებმა აჩვენა, რომ, გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, მამაკაცი სულაც არ უყურებს ქალის მკერდს.
1 000 მამაკაციდან დაახლოებით 700-ს უპირველესად თვალები "შემოეფეთება" ხოლმე. ღიმილი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ამ სიაში სუსტი სქესის წარმომადგენელთა მკერდმა მესამე ადგილი დაიკავა.
ანალოგიურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ქალთა შორის, გამოავლინა, რომ ორი სქესი ძალიანაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან: ქალიც, ასევე, უპირველესად, თვალებსა და ღიმილს აფასებს. ამის შემდეგ ისინი ყურადღებას აქცევენ სიმაღლეს და თმას. შემდეგ მოდის: ჩაცმის ცოდნა, წონა, კანი, სახის ფორმა, დუნდულები. უკანასკნელი, რასაც ქალები უყურებენ – მამაკაცის ცხვირია.
მამაკაცები, შეაფასებენ რა თვალებს, ღიმილსა და მკერდს, ყურადღებას აქცევენ თმასა და წონას. შემდეგ ყურადღება გადადის ფეხებზე და მხოლოდ ამის შემდგომ მამაკაცები აფასებენ ჩაცმის კულტურას. დუნდულებმა მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა მეცხრეზეა სიმაღლე და, უკანასკნელი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ მამაკაცები – კანის მდგომარეობაა.
იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც შეუკვეთა ეს კვლევები, აღნიშნა: "თვალები ბევრს გვეუბნებიან ადამიანზე, ამიტომ, არ გვიკვირს, რომ თვალები – სხეულის ის ნაწილია, რაც უპირველეს ყოვლისა გვიზიდავს".