თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში გამოჩნდნენ მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც სადარბაზოების დეზინფექციის მოტივით მოსახლეობას ფულს სძალავენ.
" გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს, " _ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.