"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით ტელეკომპანიის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. მათივე ინფორმაციით კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.
"ბუნებრივია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი. სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე კი მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება", _ განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, "რუსთავი 2-ის საქმე არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის არსებობისთვის. ამიტომ, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს ხელს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს ხელს, ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ ეს არ გაეკეთებინა."
სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა ორშაბათს გახდება ცნობილი.