საჭირო მასალა: 1 საშუალო ზომის კიტრი; 250 უცხიმო ხაჭო; 100 გრამი თხის ან ცხვრის ყველი ან ადიღეური ყველი; 2 მწიკვი პიტნა, მარილი, პილპილი.
მომზადება: გარეცხილი კიტრი საფცქვნელის დახმარებით დავჭრათ გრძივ ნაჭრებად. ნაჭრები ჩავყაროთ მდუღარეში 3 წუთით და საწურზე ჩამოვწრიტოთ. ავუიოთ ხაჭო და ყველი, მარილი, პილპილით და პიტნით შევაზავოთ (კარგი იქნება ნადუღით), წავუსვათ კიტრის ნაჭრებს და დავახვიოთ რულეტებად, შევდოთ მაცივარში 2 საათით.