ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანჯინში საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა საწყობში ორი აფეთქება მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით,მომხდარი აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის თორმეტი მეხანძრეა, ხოლო 36 მეხანძრე დაკარგულად ითვლება.
საავადმყოფოებში ექიმებთან მინის ნამსხვრევებით დაზიანებული მოქალაქეების რიგები დგას, ხოლო 71 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.