"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტად ნარი მუჯირი ინიშნება.
ნარი მუჯირის განცხადებით, მან გაიარა წარმატებით გადალახა საჯარო მოხელეთა კონკურსი გურიის გუბერნიაში, თუმცა მის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს:
"ორიოდე დღის წინ, მე შევხვდი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ვესაუბრე ჩემს შესახებ, დამპირდნენ რომ აუცილებლად დამასაქმებდნენ"– ამბობს მუჯირი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გვირჩევს , აღნიშნული ინფორმაციის გადსამოწმებლად კომიის თავმჯდომარეს მივმართოთ:
"საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე იყო ჩემი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, შესაბამისად ის გაგცემთ ამომწურავ პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით, მე გუბერნიაში კადრების დანიშვნის პროცესში არ ჩავრეულვარ"_ გვითხრა სალუქვაძემ.
გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი "გურია ნიუსთან" ნარი მუჯირის დანიშვნას უარყოფს, თუმცა მის მიერ კონკურსის წარმატებით გავლას ადასტურებს.
ნარი მუჯირი 2012 წელს "ქართული ოცნების" აქტიური მხარადმჭერი და წევრი იყო.
იწყება თუ არა "ქართული ოცნების" მხარადმჭერების დანიშვნის პროცესი გუერიის გუბერნიაში, ამასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.