საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
_ ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა (ეთნიკური წმენდა) და ომის დანაშაულებების შესახებ.
სამწუხაროდ, რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ, _ წერს სააკაშვილი.
ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: "საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან"