ოზურგეთში, ალეგრობას პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლის დროს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის სახურავზე ბანერი "მატყურა მთავრობა" გამოაკრეს. რის გამოც რამდენიმე საათით სამი ადამიანი დააკავეს, "დაატყვევეს" ასევე ბანერიც.
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბანერი უკვე დაუბრუნდათ.
ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ 1 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა "ნაცმოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრებს 500 ლარიანი ჯარიმა დაკისრებოდათ.
უფრო მეტიც, აღნიშნული ბანერი "მატყუარა მთავრობა" კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში უნდა გადაეცათ მათთვის.