"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ადა მარშანიას განცხადებით, მას ინფორმაცია აქვს რომ მარტვილში შესაძლოა არჩევნები გააყალბონ.
"მომივიდა ინფორმაცია, რომ მეზობელი ჩხოროწყუს რაიონიდან, გამზადებულია ხალხის ნაწილი, რომ გადამწყვეტ მომენტში შეეშველონ მარტვილის სახელისუფლებო კანდიდატს. მათ, ალბათ, დაურიგდებათ გაყალბებული საბუთები, რომ მეზობელი რაიონიდან ხმა მისცენ სხვა რაიონში“, _ აცხადებს მარშანია.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი კი აღნიშნავს, რომ მარტვილში ხმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული პირები ფაქტობრივი მისამართის მიხედვით აძლევენ.
"საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩევლები შეყვანილი არიან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. გამოპნაკლისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული პირები, რომლებიც ხმას ფაქტობრივი მისამართის მიხედვით აძლევენ“, _ ამბობს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი.