"რუსთავი2"-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესები როგორც ჩანს, იმაზე მეტხნს გაგრძელდა, ვიდრე ამას ხელისუფება ელოდა.
ამის შესახებ ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო განხილვები დასრულდებოდა, მას გადაწყვეტილების მისაღებას დასჭირდებოდა რამდენიმე რე.
"როგორც ჩანს, იმაზე მეტხნს გაგრძელდა, ვიდრე ამას ხელისუფება ელოდა. მან საკუტარი სიტყვა გადათქვა და სხდომის დასრულებიდან ორ საათნახევარში ის აპირებს, რომ საქმე შეაჯამოს და გადაწყვეტილება გამოაცხადოს. იმისთვის, რომ ხალვაშის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, საჭიროა, საქართველოში გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსი, საჯარო რეესტრი და დადგინდეს სასამართლოს ახალი პრაქტიკა", _ აღნიშნა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე საქმეზე საკუთარ გადაწყვეტილებას დღეს 17:30 საათზე გამოაცხადებს.
































































