საფრანგეთისთვის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და თბილისის საკრებულოს შენობები საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი კი დაშავდა, აქედან, 99 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია.





































































