თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებაში 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ღონისძიება, პოლიტიკური დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცენდენტოა, შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ეფექტურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ.