საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ მილტონ ჰეიგი დაინიშნა. ახალზელანდიელი სპეციალისტი "ბორჯღალოსნებს" 2011 წლის ბოლოდან თავკაცობს.
მისი თავკაცობით ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 2015 წლის მსოფლიო თასზეც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. სწორედ ამ ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ საქართველოს ნაკრებმა ექვსი ერის ჩემპიონატში ითამაშოს.
მილტონ ჰეიგს ახალი კონტრაქტი 2+2 წლიანი ვადით გაუფორმდა.
ჰეიგის ასისტენტად რაგბის კავშირის გამგეობამ ლევან მაისაშვილი დანიშნა.