ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, 48 წლის რობერტო ბაჯო ახლო მომავალში შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგეს.
ბევრისთვის საყვარელ ფეხბურთელს "ბრეშას" პრეზიდენტი ჯინო კორიონი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სთავაზობს.
თავისი ვარსკვლავური კარიერის ბოლო წლები ბაჯომ სწორედ "ბრეშაში" გაატარა და იქაურ ქომაგებს თავი შეაყვარა.
გარდა ამისა, მას აქვს მწვრთნელისთვის საჭირო ლიცენზია, რომ იტალიის ჩემპიონატში იმუშაოს.