ერთმეტრნახევარ მეტრს გადააჭარბა თოვლის საფარმა ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებშიც, სადაც ინტენსიურად თოვდა მთელი ღამის განმავლობაში.
ორი ათასზე მეტ ოჯახს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. კინტრიშის ხეობის მაღალი ზონის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაკეტილია. ჩაკეტილია ბობოყვათის ზონის სოფლებიც, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაობი მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება.
ქალაქ ქობულეთში კი თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია და სტიქიასთან ბრძოლის შტაბის ინფორმაციით, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, "ენერგო პრო-ჯორჯიას" ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.































































