ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს თითქმის ერთი საათია ბუნებრივი არის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. "სოკარ გაზის" ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელის გია სიხარულიძის თქმით, გათიშვის ზუსტი მიზეზი უცნობია:
_ მთელ ჩოხატაურს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით. ახლა არკვევს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიზეზებს, _ გვითხრა სიხარულიძემ.