ბათუმის საკრებულოში დილიდან ქალაქის მერს ელოდებიან. გიორგი ერმაკოვს საკრებულოს წევრებთან უხვი თოვლის გამო ქალაქში არსებულ ვითარებაზე უნდა ესაუბრა. გარდა ამისა, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კონკრეტული გეგმა წარედგინა
ერმაკოვმა ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ მერიის სამსახურების წარმომადგენლები მიავლინა, რასაც საკრებულოს დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ფრაქციები ათწუთიანი შესვენებებით ცდილობენ დროის გაყვანას და კვლავ ქალაქის ხელმძღვანელის გამოცხადებას ითხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ მერს საკრებულოს სხდომაზე დასწრების ვალდებულება არ აქვს.