ავსტრალიის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ, რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სკანდალური განცხადება გააკეთა.
"მე არ ვითამაშებ იმ ქვეყნის ნაკრებში, რომლის პრეზიდენტიც პუტინია,"- განაცხადა ჩოგბურთელმა.
ეს ინფორმაცია რუსულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, შამილ ტარპიშევმა, სპორტსმენს ულტიმატული წაუყენა. მისი განცხადებით, თუ შარაპოვა ნაკრებს დატოვებს, მაშინ ის ოლიმპიადაზეც ვერ იასპარეზებს. ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს, თუმცა ინტერნეტპორტალი lenta.ru რუს ჩოგბურთელთან ინტერვიუს აქვეყნებს სადაც შარაპოვა ტურნირზე არგამოსვლის მიზეზად მხრის ტრამვას ასახელებს:
_ "ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტული ტრამვის მორჩენაა, ამიტომ სავარაუდოდ მომიწევს ნახევარფინალის გამოტოვება ჰოლანდიის ნაკრებთან, თუმცა მე ვაპირებ მოსკოვში ჩასვლას და ნაკრების მხარდაჭერას"
რუსეთის და ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრა მოსკოვში 6-7 თებერვალს გაიმართება.