კენიაში საჰაერო იერიშის შედეგად სომალში ალ-შაბიბის დაზვერვის უფროსი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოჰამედ კარატე და ალ შაბიბის სხვა მეთაურები 8 თებერვალს სამხრეთ სომალში საჰაერო იერიშის დროს დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კენიის 4 000-ზე მეტი სამხედრო გაეროსთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას ალ-შაბაბის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
როგორც ცნობილია, კენიის სამხედრო შენაერთები სომალში პირველად 2011 წელს შევიდა, რომ საზღვრისპირა თავდასხმებისა და ადამიანების გატაცების შესაჩერებელ ძალისხმევაში მიეღოთ მონაწილეობა.







































































