ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში, 2015 წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. 23 მოსწავლეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
წარმატებულ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონცერტო ნომრებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წარმატებული მოსწავლეებით ჩოხატაური ერთ-ერთი ლიდერი მუნიციპალიტეტია.
მოსწავლეებთან ერთად დაჯილდოვდნენ პედაგოგები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლებს "უფროსი მასწავლებლის სტატუსის" დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.