პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფომაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, 27 თებერვალს ქალაქ თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას მომართა შუამდგომლობით, გამოძიების ეტაპზე, მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ. გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და ვინაიდან, მოწმე განუსაზღვრელი ვადით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას ბრალდების მხარემ მისი დაკითხვა სასამართლოს წინაშე განახორციელა.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასამართლოს წინაშე პირის მოწმედ დაკითხვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
მოწმის დაკითხვა – წინგადადგმული ნაბიჯი თუ რეფორმა, რომელიც არაფერს ცვლის
სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესზე მთავრობის ინიციატივას უარყოფითად აფასებს
სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება