CNN-ის ინფორმაციით, პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, ხოლო რვა დაიღუპა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის პოლიციის თანამშრომლები და ბავშვები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩარსადას სასამრთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, სამართალდამცველებმა მისი შეჩერება სცადეს, რა დროსაც მან ტანზე დამაგრებული ასაფეთქებლით თავი აიფეთქა.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
თალიბანის განცხადებით, 1-ელ მარტს მუმთაზ ქადრის აღსრულების გამო მათ შური იძიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მუმთაზ ქადრი 2011 წელს პანჯაბის პროვინციაში გუბერნატორის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.