INDEPENDENT-ის ინფორმაციით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს.
ბრიტანეთში თურქეთის ელჩის განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მიგრანტების კრიზისის მოგვარებას ხელს შეუწყობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 1999 წლიდან არის, ხოლო მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროგრესი ძალიან ნელა მიიღწევა.
"თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანება სტრატეგული ამოცანაა, თუმცა ის ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისის დაწყების შემდეგ გაიხსენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი ევროკავშირს აშანტაჟებს,"_ განაცხადა დიდ ბრიტანეთში თურქეთის ელჩმა.