ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები გავრცელდა. ვიდეოს მინაწერიც ახლავს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავს.
ვიდეოს გამავრცელებელი აანონსებს, რომ "შემდეგ სერიაში" პირადი ცხოვრების ამასახველ მასალებს კვლავ გამოქვეყნდება და პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოება ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც იხილავს.
"31 მარტამდე თუ არ მოხდება თქვენი თანამდებობიდან წასვლა დაიდება ახალი კადრები" ,_ აღნიშნულია ვიდეოს ტიტრებზე.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნდა და იგი ამ დრომდე ხელმიწავდომია.
"გურია ნიუსის" რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლის მოვალეობაა დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში, ერთხელ მაინც, ბოლომდე და სრულფასოვნად გამოძიონ, მოიკვლიონ ამგვარი ფაქტები, დაბლოკონ აღნიშნული მასალა და რაც მთავარია, კანონის შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები!