ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას PRAVDA.RU ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, რაც მას თავის ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
"არსებობს ორი პოლიტიკური ძალა, ერთი ივანიშვილთან, ხოლო მეორე ჩემთან არის დაკავშირებული. ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ იმიტაცია,"_აცხადებს სააკაშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნების მიუხედავად სააკაშვილი უკრაინაში პოსტის დატოვებას არ აპირებს.
"არ არსებობს არჩევანი საქართველოსა და უკრაინას შორის, არამედ არსებობს გაერთიანებული კარგი მომავლის არჩევის საშუალება,"_აცხადებს სააკაშვილი.
PRAVDA.RU-ს ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურა სააკაშვილს 5 მილიონი დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, 2015 წელს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 9 წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მართავდა.