ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
თამარ ჟვანია ზუგდიდში, კორცხელის თემში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას.
_ “ეს არის მიუღებელი. ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო გარემოზე და ზოგადად პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებში პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმიდინარეობს, მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, – არჩევნები ეს გახლავთ სამოქალქო პროცესი, ეს არ არის გარჩევების დღე.
შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას, მისცენ საშუალება მოქალაქეებს თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.