"გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან" _ აღნიშნულია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემობაში ჩაიაროს.