"პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული თანამშრომელი ანა მაჩიტიძე ბანკმა სამსახურში უნდა აღადგინოს და შრომის განაცდური 31000 ლარი აუნაზღაუროს.
ეს გადაწყვეტილება დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
"2016 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განჩინების საფუძველზე, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ანა მაჩიტაძის სარჩელი ს.ს. "პროკრედიტ ბანკის" მიმართ, აღადგინა სამსახურში, ბანკს დაეკისრა იძულებითი შრომის განაცდური 31.000 ათასი ლარის ოდენობით, ასევე სასამართლო და წინასასამართლო ხარჯები. საზოგადოებამ იცის, რომ აღნიშნული გათავისუფლება მოხდა დასაქმებულის, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის გამო, კლიენტების მიმართ გამოთქმული ფრაზის: "ღმერთმა დაგლოცოთ" გამო", _ აღნიშნულია ორგანიზაცია 'ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში, რომელიც ანა მაჩიტიძის უფლებებს იცავდა.
ამავე თემაზე: